17.10.2013
16 ოქტომბერს გარდაიცვალა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის უცვლელი პრეზიდენტი, საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის მთავარი დამფუძნებელი და კანცლერი აკადემიკოსი ალექსანდრე კუჭუხიძე.
–
08.10.2013
საბაკალავრო კოლეჯის პრორექტორი თეიმურაზ ბაბუნაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.
თბილისის ისტორიის მუზეუმ “ქარვასლაში” “საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს ”საპატიო თბილისელის” წოდება 18 ადამიანს მიენიჭა მათ შორის საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის პრორექტორსა და დამფუძნებელს თეიმურაზ ბაბუნაშვილს.
28.01.2013
2013 წლის 6 იანვარს დანიშნულია აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ასარჩევი სხდომა. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციას ამა წლის 5 თებერვლის ჩათვლის ახორციელებს კოლეჯის კანცელარია.
––
11.01.2013
დაიწყო შპს “საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის” აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება. საბუთების მიღება იწარმოებს 11 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ.
–
15.12.2012
შპს “საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯი” აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ფინანსების სპეციალობაზე – 5 ვაკანსია:
სრული პროფესორი – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი – 3 ვაკანსია
ასისტენტ-პროფესორი – 1 ვაკანსია
საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობაზე – 5 ვაკანსია:
სრული პროფესორი – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი – 3 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანსია
მენეჯმენტის სპეციალობაზე – 5 ვაკანსია
სრული პროფესორი – 2 ვაკანსია
ასოცირებლი პროფესორი – 2 ვაკანსია
ასისტენტ-პროფესორი – 1 ვაკანსია
ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობაზე – 3 ვაკანსია:
სრული პროფესორი – 1 ვაკანსია
ასოცირებლი პროფესორი – 1 ვაკანსია
ასისტენტ-პროფესორი – 1 ვაკანსია
სხვა დისციპლინებში – 8 ვაკანსია:
ასოცირებული პროფესორი (ინგლისურში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (ისტორიაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (ფილოსოფიაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (ფილოლოგიაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (სამართალმცოდენობაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (პოლიტოლოგიაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (ინფორმატიკაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (მათემატიკაში) – 1 ვაკანსია
Leave a Reply