ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)

2013 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა კოლეჯის მთავარი დამფუძნებელი და კანცლერი ალექსანდრე კუჭუხიძე. მისი ხსოვნის საპატივცემულოდ დროებით ეს თანამდებობა ვაკანტურია

al_kuchuxidzeეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, სრულიად საქართველოს საზოგადოება `კოლხეთი”-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, საქართველოს მუდმივმოქმედი საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის დამაარსებელი და კოორდინატორი, გაზეთ `საქართველოს დედაქალაქის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 19 41 წელს წარჩინებით დაამთავრა აბაშის რაიონის ნაესაკოვოს საშუალო სკოლა, 1948 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტი, წარმატებით ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაცია დაიცვა 1960, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა – 1972 წელს, დოცენტის სამეცნიერო წოდება მიენიჭა – 1971, პროფესორისა – 1976 წელს. მუშაობდა აბაშის რაიონის სოფელ ძველ აბაშისა და სოფელ ზანათის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად, ამიერკავკასიის რკინიგზაზე გაზეთ `რკინიგზელი”-ს სპეცკორესპოდენტად, პასუხისმგებელ მდივნად, რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად, ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის განყოფილების საფინანსო სამსახურის უფროსად, საქართველოს სამგზავრო ავტოტრანსპორტის ტრესტის მმართველის პირველ მოადგილედ, საქართველოს საგეგმო კომიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანად, იქვე კათედრის გამგედ. არის 500-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს, მეთოდიკის, სტატიის ავტორი; მოწიფულობის პერიოდიდან ეწევა სამწერლო მოღვაწეობას. ამ მიმართებით არის ლექსების, მოთხრობების, ნოველების, ბრძნული შეგონებების, იუმორნარევი მოგონებების, ჩანახატების, ნარკვევების, ფელეტონების კრებულების ავტორი. ეწევა, აგრეთვე, პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მისი პუბლიცისტური წერილები სისტემატურად ქვეყნდებოდა და ქვეყნდება საქართვლოს ჟურნალებსა და გაზეთებში, გამოცემულია, ასევე, ბროშურების სახით. როგორც მეცნიერების დოქტორი და პროფესორი ეწეოდა და ეწევა მეცნიერებისათვის კადრების აღზრდას. მისი ხელმძღვანელობით საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს 60-ზე მეტ ასპირანტსა და დოქტორანტს. სამეცნიერო ხარისხის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში მისი თავმჯდომარეობით სამეცნიერო ხარისხი (კანდიდატის, დოქტორის) მიენიჭა 80-ზე მეტ სამეცნიერო ხარისხის მაძიებელს. არის 70-ზე მეტი წიგნის რედაქტორი, 30-ზე მეტი წიგნის რეცენზენტი, 30-ზე მეტი სამეცნიერო ხარისხის მაძიებლის ოპონენტი. უკანასკნელ წლებში მისი ავტორობით და რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: `მეგონა, მარად მეყოლებოდა დედა” (1997), `სასარგებლო შეგონებათა კონა” (2000), `სიყვარულით დანახული ჩემი სამყარო” (2000), `ჩემი სახლიდან მე ვხედავ დედას, მამას, წინაპრებს” (2001), `რომ იცნობდეთ” (ჟურნალი #1,2) (2006), 544 _ გვერდიანი წიგნი – `დრო გადის: მატულობს წლები, ცოდნა, გა-მოცდილება, ოდაბადედან წაუსვლელობის სურვლი” (2007), `საქართველო: სამყაროს ნაკრძალად უნდა გა-მოცხადდეს” (2008), `ცრემლებნარევი სტრიქონები” (2009).

დაბრუნება

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: