შპს „საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის“ ისტორია

უნივერსიტეტი დაფუძნდა 1991 წელს ქართველ ეკონომისტთა ინიციატივით. სახელწოდებით „საინჟინრო ეკონომიკური ინსტიტუტი“. დამფუძნებელთა მიზანი თავიდანვე იყო სასწავლებელს განეხორციელებინა უმაღლესი აკადემიური საგანამანათლებლო პროგრამები, რაც საშუალებას მისცემდა კურსდამთავრებულს წარმატებით გაეგრძელებინა კარიერა საქართველოს საჯარო და კერძო დაწესებულებებში, უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2003 წელს ინსტიტუტმა შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა “საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტი”. ის ერთ-ერთი პირველთაგანია საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომელიც კერძო უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს და ამ მიმართულებით აკადემიური განათლების მიღების საშუალებას იძლევა.

უმაღლესმა სასწავლებელმა თავიდანვე მოიპოვა პოპულარობა სასწავლო პროცესისადმი მოქნილი და თანამედროვე მიდგომის, მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფის, შიდასაუნივერსიტეტო დისციპლინის წყალობით. შესაბამისად, სასწავლებლის სტუდენტთა კონტინგეტი სწრაფად იზრდებოდა. ამის დასტურია ის, რომ ჩვენს უმაღლეს სასწავლებელს ფაკულტეტები თბილისის გარდა ჰქონდა რუსთავში, გორში, ბორჯომში და სენაკში, ხოლო საშუალო განათლების მესამე საფეხურის ლიცეუმი და მოსამზადებელი ცენტრები საქართველოს 12 ქალაქში. სასწავლო პროგრამებზე სწავლობდენ როგორც ქართველი, ასევე სხვა ეროვნების მქონე სტუდენტები.

2010 წელს ‘‘უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, უნივერსიტეტში დაიწყო ძირეული რეფორმები. შეიცვალა ლოგო, უნივერსიტეტის მისია და სამოქმედო გეგმა. ცვლილებები განხორციელდა უნივერსიტეტის სტრუქტურაში, ამოქმედდა ახალი აკადემიური პროგრამები, დაიწყო ინგლისური ენის ინტერგრირება სასწავლო პროცესში და უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. უნივერსიტეტმა რადიკალურად შეიცვალა გეზი.

დღეისათვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვანი თანამდებობები უჭირავთ საჯარო სამსახურებში საქართველოს რეგიონების მასშტაბით.

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებიდან გამომდინარე 2012 წლის 16 აგვისტოს უნივერსიტეტს შეეცვალა სახელწოდება და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირებულია შპს „საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის“ სახელწოდებით

საბაკალავრო კოლეჯში კონკურსის წესით არჩეული არიან მაღალპროფესიონალი აკადემიური პერსონალი, რომელიც შერჩეულია ობიექტური საკონკურსო კომისიის მიერ და გადის სისტემატურ შეფასებას, როგორც ადმინისტრაციის, ისე სტუდენტური თვითმმართველობის მიერ. აკადემიური პერსონალის 90%-ზე მეტი მეცნიერებათა სხვადასხვა დარგებში დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელია. აკადემიური პერსონალი სისტემატურად იმაღლებს კვალიფიკაციას და ხშირად არიან მიწვეულნი უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო და სასწავლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.

საბაკალავრო კოლეჯშჲ სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან ორგანულადაა შერწყმული სტუდენტთა მიერ ორგანიზებული კულტურულ-საგანამანათლებლო, სპორტული და დასასვენებელი ღონისძიებები.

შეიძლება ითქვას, რომ საბაკალავრო კოლეჯს საკუთრებაში გააჩნია საგანმანათლებლო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შესაბამისი საბიბლოთეკო ფონდი, 24 საათიანი ინტერნეტ-სერვისი, თანამედროვე სალექციო და საკონფერენციო დარბაზები, კომპიუტერული ლაბორატორია უახლესი კომოპიუტერული ტექნიკით.

ჩვენთვის მთავარია, რომ ვაკეთებთ იმ საქმეს, რისი პროფესიონალებიც ვართ. ჩვენ ერთად ვქმნით საქართველოს მომავალს, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში, რაც ასახულია საბაკალავრო კოლეჯის მისიაში.

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: