Category Archives: სიახლეები

16 ოქტომბერს გარდაიცვალა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის უცვლელი პრეზიდენტი, საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის მთავარი დამფუძნებელი და კანცლერი, აკადემიკოსი ალექსანდრე კუჭუხიძე.

საბაკალავრო კოლეჯის პრორექტორი თეიმურაზ ბაბუნაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. 

თბილისის ისტორიის მუზეუმ “ქარვასლაში” “საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს ”საპატიო თბილისელის” წოდება 18 ადამიანს მიენიჭა მათ შორის საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის პრორექტორსა და დამფუძნებელს თეიმურაზ ბაბუნაშვილს.

778656_10151768406938229_1078708884_o_tbilisi.gov.ge_1381156765

საპატიო მოქალაქის ჯილდო

     2013 წლის 6 იანვარს დანიშნულია აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ასარჩევი სხდომა. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციას ამა წლის 5 თებერვლის ჩათვლის ახორციელებს კოლეჯის კანცელარია.

     შპს “საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის” კადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების სანახავად იხილეთ მიბმული ფაილი.

დაბრუნება

    დაიწყო შპს “საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის” კადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება. საბუთები მიიღება იწარმოებს 11 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ.

დაბრუნება

შპს “საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯი” აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

ფინანსების სპეციალობაზე – 5 ვაკანსია:
სრული პროფესორი – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი – 3 ვაკანსია
ასისტენტ-პროფესორი – 1 ვაკანსია

საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობაზე – 5 ვაკანსია:
სრული პროფესორი – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი – 3 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანსია

მენეჯმენტის სპეციალობაზე – 5 ვაკანსია
სრული პროფესორი – 2 ვაკანსია
 ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია
ასისტენტ-პროფესორი – 1 ვაკანსია

ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობაზე – 3 ვაკანსია:
სრული პროფესორი – 1 ვაკანსია
 ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
ასისტენტ-პროფესორი – 1 ვაკანსია

სხვა დისციპლინებში – 8 ვაკანსია:
ასოცირებული პროფესორი (ინგლისურში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (ისტორიაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (ფილოსოფიაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (ფილოლოგიაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (სამართალმცოდენობაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (პოლიტოლოგიაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (ინფორმატიკაში) – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (მათემატიკაში) – 1 ვაკანსია

საკონკურსო პირობები:
მოთხოვნები კანდიდატებისადმი:

ა) სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის , ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ბ) ასოცირებული პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

გ) ასისტენტ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, ან დოქტორანტი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ა)სამივე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:
განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
პირადობის მოწმობის ასლი
ავტობიოგრაფია CV
ორი ფოტოსურათი
 სამოტივაციო წერილი (მხოლოდ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე)
შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი. ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში დასაშვებია ასევე დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა იმ საგანმანათებლო დაწესებულებიდან, სადაც ის ითვლება დოქტორანტად.

სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მოანწილემ დამატებით უნდა წარმოადგინოს:
 სრული პროფესორის შემთხვევაში სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის, ხოლო ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში არანაკლებ 3 წლის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევის პოტენციალს
სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით

შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევი კანდიდატის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება:
გამოქვეყნებული წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სამეცნიერო კრებული, საცნობარო ლიტერატურა და სამეცნიერო პუბლიკაციები;
სამეცნიერო კონფერენციების (სიმპოზიუმები, კონგრესები, სესიები) ორგანიზება, მონაწილეობა;
 პროფესიული საბაკალავრო , სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების, სალექციო კურსების, მოდულების ხელმძღვანელობა;
საკონკურსო მიმართულების შესაბამისი პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების დამადასტურებელი სხვა აქტივობები (სამეცნიერო ჟურნალის რედ. კოლეგიის წევრობა და სხვ.).

კონკურსი ცხადდება 2012 წლის 5 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 11 იანვრიდან 2013 წლის 18 იანვრის ჩათვლით. ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10.00-დან 17.00-მდე, საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური საბაკალავრო კოლეჯის კანცელარიაში. მისამართი ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N45, VI სართული.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2013 წლის 24 იანვარს. კონკურსის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ კოლეჯის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

დაინტერესებულმა პირებმა აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საბაკალავრო კოლეჯის ვებ-გვერდზე http://www.aleksandre.edu.ge shesc.wordpress.com ან მობრძანდეთ კოლეჯის ადმინისტრაციაში.

დაწვრილებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: (+995 322)311850; (+995 593)239987 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე temuri@aleksandre.edu.ge ; shescollege@yahoo.com

დაბრუნება